სტამბოლშში, კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სარიერის რაიონში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი წირვის დროს გახსნა.
თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. უცნობია მომხდარის მოტივი. უბანი, სადაც თავდასხმა მოხდა, ამ დრომდე სამართალდამცველების ალყაშია.