სტანისლავ ბონდარენკო წარმოშობით უკრაინელი მსახიობია, რომელიც რუსეთში ძალიან პოპულარულია. ის საქართველოშიც პოპულარული გახადა ერთ-ერთი სერიალის საშუალებით, შემდეგ კი „ცეკვავენ ვარსკვლავებშის“ ერთ-ერთი სეზონშიც მონაწილეობდა.
ახლახან მან „ინსტაგრამზე“ საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის სამშობლოს, უკრაინას არ ახსენებს და რუსეთსაც არ მოიხსენიებს აგრესორად, რის გამოც თანამემამულეებისგან საკმაოდ მწვავე შეფასებები მიიღო. მსახიობი იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა „ინსტაგრამზე“, ხოლო კომენტარების ფუნქცია გაეთიშა…
სტანისლავ ბონდარენკო წერს:
„უფრო და უფრო რთული ხდება გიჟურ საინფორმაციო ნაკადში ორიენტირება. გინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვფლობ საკმარის ინფორმაციას, ერთადერთი, რაც მინდა, მშვიდობაა ყველა ჩვენგანისთვის.
ხდება მოვლენები, სადაც ჩვენ უძლურები ვართ. მაგრამ ხდება ისეთი მოვლენებიც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ყველა თავად განსაზღვრავს ამ პროპორციას. როგორც ჩანს, ამ მძიმე დროებას, რომელიც დაგვიდგა, არ სურს ჩვენი გაშვება… და ჩვენ შესაძლოა, არც ვიცით, კიდევ რა გამოცდების გადალახვა მოგვიწევს. ათასწლეულები გადავლახეთ იმიტომ, რომ ადამიანურად მოქცევა შეგვეძლო. იმედია, ეს სუპერძალა არ დაგვიკარგავს.
პ.ს. ცეცხლზე ნავთის დამსხმელი ბევრია, ისევე, როგორც დადანაშაულება. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა საკუთარ არჩევანს აკეთებს. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე, რომ ამაზე არ ვისაუბრებ ჯერ კიდევ 2016 წლიდან. ყველაფერი ღმერთის ნებაა!.. ნუ აჰყვებით საინფორმაციო პროვოკაციას. ყველას მხოლოდ მშვიდობასა და სიკეთეს ვუსურვებ!..“
„აბა, როგორ ხართ, ბიჭებო, კარგად გძინავთ მანდ?!“, კითხულობს ოლგა კასიანუკი და სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანს მიმართავს. ბონდარენკოს ასევე მიმართავენ სხვა უკრაინელებიც და ეკითხებიან, ამართლებენ თუ არა ომს უკრაინაში…