„სტარბაქს ევრაზია“ კომპანიის საქართველოში შემოსვლას ლინკდინზე ეხმაურება. პოსტში ვკითხულობთ:
„გამარჯობა, საქართველო!
Starbucks® ევრაზიის გუნდში მოხარულნი ვართ, რომ ყავის კულტურის გაზიარების გზაზე ახალ და მნიშვნელოვან ეტაპს ვიწყებთ.
საქართველოს ჩვენს მზარდ ოჯახში შემოერთების შედეგად, Alshaya Group Avrasya-ს ქოლგის ქვეშ, ახალ მომხმარებლებს სიამაყით შეთავაზებთ ჩვენს ე.წ. „მესამე სივრცის“ გამოცდილებას, რომელიც ემყარება ერთიანობას, ურთიერთკავშირის გაღრმავებას და ადგილობრივი კულტურის პატივისცემას.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში, საქართველო!“
შეგახსენებთ, „სტარბაქსის“ პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში, Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
ბრენდის შემოსვლა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ცნობისთვის, Alshaya Group-ი „სტარბაქსის“ 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქსის“ 2000 მაღაზიაა.
