LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „სტარბაქსის“ პირველი ფილიალი გაიხსნა

1539
სტარბაქსი

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში „სტარბაქსის“ პირველი ფილიალი გაიხსნა. მომდევნო თვეებში ბრენდის ქსელის გაფართოება, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება Alshaya Group-თან პარტნიორობით, რომელიც „სტარბაქსის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

„სტარბაქსის“ საქართველოში შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

Alshaya Group-ი „სტარბაქსის“ 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

„სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები