LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტატისტიკურ ბიზნეს რეგისტრში ინფორმაციის მოძიება ონლაინ გახდა შესაძლებელი

88

საქართველოში მოქმედი საწარმოების მოძიება და საქმიანობის კლასიფიკატორის დაჯგუფება ონლაინ რეჟიმში გახდა შესაძლებელი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი გულისხმობს სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრის ონლაინ რეჟიმში საძიებო სისტემის შექმნას ქართულ და ინგლისურ ენაზე. სისტემა ინტერნეტის მეშვეობით, მოქმედი საწარმოების მოძიების, საქმიანობის კლასიფიკატორის დაჯგუფების და უფასოდ ჩამოტვირთვის შესაძლებლობას იძლევა. სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრის ონლაინ ვერსია განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალ ვებ გვერდზე.

როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა განაცხადა, ბიზნეს რეგისტრი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მისი თქმით, რეგისტრი ნებისმიერ მომხმარებელს საჭირო ინფორმაციის მოძიებას, დაჯგუფებას და ანალიზს გაუმარტივებს.

„აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე მომხარებლებს სტატიტიკური ბიზნეს რეგისტრის მონაცემების მისაღებად განცხადების დაწერა უხდებოდათ, ამის შემდეგ ხდებოდა ამ განცხადების დამუშავება და შესრულება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვდა. აღნიშნული პროექტი დაზოგავს მომხარებლის დროს და უზრუნველყობს მათ თავისუფალ წვდომას შესაბამის ინფორმაციაზე,“- განაცხადა დაუშვილმა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ გვერდზე განთავსდება აქტიური კომპანიების რეგისტრი ინგლისურ ენაზე, რომლითაც ასევე უფასოდ ისარგებლებენ როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ბიზნეს-სუბიექტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g