თავისუფალი საწოლები, კლინიკური სასტუმროები, ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა – ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება ახლა უკვე ახალი ვებპორტალიდან მიიღებს.
მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა.
ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეები ინფორმაციას მიიღებენ:
✅ ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ;
✅ შესაძლებელია ნახოთ პაციენტების სტატუსი და შემთხვევები მკურნალობის ფორმის მიხედვით. გაიგებთ, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებასა და ოჯახის ექიმთან;
✅ პორტალზე განთავსებულ კოვიდ-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს. სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.