ჯესიკა ჩესტეინისა და კრის აიზეკის გასაოცარ პერფორმანსზე მედია ბევრს წერს. კოლეგები ფილმიდან „სცენები ქორწინებიდან“ ძალიან ახლო მეგობრები არიან და პრაქტიკულად ყოველდღე ერთად ჩნდებიან ფილმის პრემიერაზე. ამჯერად ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ჯესიკა ჩესტეინმა და კრის აიზეკმა მორიგი რომანტიკული სცენა გაითამაშეს, თუმცა აქ ალბათ უფრო ეფექტური თავად ჯესიკას გამოჩენა იყო.
ჯესიკამ ამჯერად არჩევანი „სტელა მაკარტნის“ ულამაზეს ვარდისფერ კომბინეზონზე გააკეთა. ეს გახლდათ სადა, მასიური ქამრით გაწყობილი კომბინეზონი, რომლის ღირებულებაც 1500 ამერიკული დოლარია. ანსამბლს მსახიობმა ასევე ვარდისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხმა. ფეხსაცმელი „კრისტიან ლაბუტენის“ მოდის სახლს ეკუთვნის. ყავისფერ ტყავის ქურთუკსა და ამავე ფერის ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი ოსკარ აიზეკი.
ფოტო: „ქიმიური კორიანტელის“ ფრქვევა გრძელდება – ჯესიკა ჩესტეინისა და ოსკარ აიზეკის მორიგი გამოჩენა