LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Stellantis-მა რეკორდული მოგების ანგარიში წარადგინა

122
stelantis

ევროპულმა კონცერნმა Stellantis სუფთა მოგებით რეკორდი დაამყარა. 2022 წელს ბრენდმა 16,78 მილიარდ ევროს მიაღწია, 2021 წლის 13,35 მილიარდ ევროსთან შედარებით. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სუფთა შემოსავალმა 179,59 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაუმჯობესებული შედეგია.

Stellantis საკმაოდ ახალგაზრდა კონცერნია, ის მხოლოდ 2021 წელს Fiat Chrysler Automobiles და PSA Group-ის შერწყმით დაიბადა. ამ გაერთიანებამ ბრენდს საშუალება მისცა ყველაზე დიდი საავტომობილო კონცერნების ხუთეულში მოხვედრილიყო. მის სიაშია 10 კომპანიაზე მეტია გაერთიანებული – Jeep, Alfa Romeo, Maserati, Dodge, RAM, Fiat, Chrysler, Peugeot, Citroen, DS, Opel და სხვები.

2022 წელს Stellantis-მა ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი 41%-ით გაზარდა და 288 ათასი ერთეული მოდელის რეალიზება შეძლო. ამ დროისთვის კონცერნის არსენალში 23 ელექტრონული მოდელია, 2024 წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 47 ეგზემპლარამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები