მიჩიგანის შტატის გარემოს დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი კომპანია Stellantis-ის დაჯარიმებას გეგმავს, მიზეზი დეტროიტში მდებარე ქარხნიდან მომავალი ცუდი სუნია. სუნის გამო ადგილობრივებმა საჩივარი არაერთხელ დაწერეს და ლამის ნახევარი წლის შემდეგ მწარმოებელმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარების გზას მიაგნო.
რეგულატორი საღების ძლიერი სუნითაა შეწუხებული, რომელიც არამხოლოდ უსიამოვნოა, არამედ ჰაერის ხარისხსაც აფუჭებს. სიტუაციის გასაუმჯობესებლად და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად Stellantis-მა დამოუკიდებელი ექსპერტები დაიქირავა და მათ 67 გვერდიანი მოხსენება შეადგინეს, სადაც სუნის მიზეზები დეტალურადაა ახსნილი. სპეციალისტებმა სამოქმედო გეგმაც გაწერეს და გარანტიას იძლევიან, რომ სუნი ქარხნის საზღვრებს აღარ გასცდება.
გეგმა მთელი რიგი მოწყობილობების დამონტაჟებას გულისხმობს, რაც ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდს. თუმცა, ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. უცნობია ასევე ღირებულებაც, ზოგადად კი მწარმოებელს დეტროიტის ქარხნის აგება 1,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა.