სულ მალე, ყველასათვის საყვარელი სერიალის ,,სექსი დიდ ქალაქში“ ახალ სეზონს ვიხილავთ. საკულტო ტელე-შოუს გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს.
კაბა და წინდები – სარა ჯესიკა პარკერის უჩვეულო გამოჩენა „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღებ მოედანზე
ცოტა ხნის წინ 56 წლის სარა ჯესიკა პარკერი კვლავ ქერი ბრედშოუდ გარდაიქმნა და ნიუ-იორკის ქუჩები დაიპყრო. ერთ-ერთი სცენის გადასაღებად პარკერმა საოცრად ელეგანტური „ლუქი“ მოირგო. მას წითელ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი, კუბოკრული შარვალი, მუქი ლურჯი, ყვავილებიანი პერანგი და მოკლე, დიდი ზომის პიჯაკი ეცვა.
ცნობისითვის გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ შესაძლოა განახლებული სერიალის ახალ სეზონებში ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი, სამანტა დაბრუნდეს.