ბრიტანელი მუსიკოსი სტინგი და პროდიუსერი ტრუდი სტაილერი უკვე 25 წელია დაქორწინებულები არიან. წყვილს საერთო ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს და ისინი დღემდე სამაგალითო წყვილთა სიას ლიდერობენ. ამჯერად პოპულარული მეუღლეები ლონდონში, რომანტიკული ლანჩის დროს გადაიღეს. პაპარაცებმა სტინგი და ტრუდი სტაილერი ლონდონის ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს.
66 წლის ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ტრადიციულად კლასიკურ ბრიტანულ სტილში გამოჩნდა რესტორანთან. წითელი კლასიკური პალტო შეარჩია ლანჩისთვის ტრუდი სტაილერმაც.