ძლიერმა ქარმა ახალსოფელი, ჩანტლისყურე, მთისძირი და ჭიკაანი მნიშვნელოვნად დააზარალა.
წინასწარი ინფორმაციით, ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.
ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს.
სტიქიამ ასევე დააზარალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, სადაც უხვმა ნალექმა შიდა საუბნო გზები ჩახერგა.