LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიური მოვლენების მონიტორინგი ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდება

88
85193412-2965880713463997-2449670919812022272-o

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერით შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით, სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ ეფექტურად და ობიექტურად შეაფასონ სტიქიით მოცული, ძნელად მისადგომი არეალები და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას მოსალოდნელ სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, ასევე სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება წარმოადგენს. აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით სტიქიური მოვლენების რეგიონებში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების და პირველადი სწრაფი რეაგირების განხორციელებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g