LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიუარდესამ გაფრენამდე სწორი რაციონი გაამხილა

114
square_1280_02328f4b05c31c24ac56595e7e8b48d7

ავიაკომპანია Emirates-ის სტიუარდესამ მგზავრებს გაფრენამდე სწორი რაციონი გაუმხილა, განსაკუთრებით თუ ფრენა შორ მანძილზეა. მან რჩევები ბრიტანულ Daily Star-ს გაუზიარა.

ავსტრალიელი ბორტგამყოლი შარლინ ლოუ (Sharlene Lowe) მოგზაურებს ურჩევს თვითმფრინავში ჩასხდომამდე მძიმე საკვებს მოერიდონ და მსუბუქ წახემსებას მიანიჭონ უპირატესობა. გარდა ამისა, სჯობს კოფეინის მოხმარების შეზღუდვა, რათა ჰიდრატაცია და ძილის ხარისხი შეინარჩუნონ.

შორ მანძილებზე მოგზაურები უფრო კომფორტულად რომ იყვნენ, ავიაკომპანიის თანამშრომელმა ურჩია ადგილი ფანჯარასთან ან გასასვლელში აირჩიონ, შეარჩიონ ვარიანტები გადაჯდომით, ჩაიცვან თავისუფალი სამოსი, რეგულარულად იმოძრაონ, ფრენისას მსუბუქი ვარჯიშები გააკეთონ და თან იქონიონ ბალიში კისრისთვის და დამატენიანებელი კრემი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები