LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე მოსეირნე საზოგადოებას.. რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში გავიდა და თავისი შექმნილი პერსონაჟებით ყოველ საღამოს წარმოდგენებს მართავდა“ – კულტურის სამინისტრო ბახვა წერედიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

186
ბახვა წერედიანი

„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის, მსახიობ-მეთოჯინის, ბახვა წერედიანის, გარდაცვალების გამო“, – ამის შესახებ განცხადებას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

რეჟისორი და მსახიობი ბახვა წერედიანი გარდაიცვალა – „აფხაზეთიდან, სამშობლოდან დევნილს სამშობლოში საკუთარი ადგილი ვერ ეპოვა, საკუთარი სახელოსნოც კი არ ჰქონდა, ბაღის სარდაფში ჩუმად ამზადებდა მარიონეტებს.. დიდი ხელოვნება წავიდა, სიკეთე წავიდა, სიცოცხლე წავიდა. სულ წინ მიდიოდა, მაშინაც, როცა ცხოვრება უკან ექაჩებოდა“

„მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით. „შევქმენი პირველი თოჯინა – მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში“. ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაერქვა – „ნიკოლო“. მევიოლინეს თავის მეწყვილე პიანისტ სებასტიანთან ერთობლივი ნომერი ჰქონდა. შემდეგ შეიქმნა თოჯინები: სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, რომლებიც კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე მოსეირნე საზოგადოებას.

ბახვა წერედიანმა არაერთი სპექტაკლი შექმნა. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენაა „უშბა და თეთნულდი“, რომელიც მან მესტიის კულტურის სახლში დადგა და 2024 წელს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილიც მოიპოვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ქართული თეატრის ამ დანაკლისის გამო და უსამძიმრებს ბახვა წერედიანის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის, მსახიობ-მეთოჯინის, ბახვა წერედიანის,…

Posted by საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g