სტივენ კინგის მიიჩნევს, რომ წიგნების სერია „ბნელი კოშკი“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და კინგის მკითხველების დიდი ნაწილი მას ეთანხმება. ახლა კი მწერლის თაყვანისცმემლები მოუთმენლად ელოდებიან რომანის ეკრანიზაციას. პროექტის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა რამდენიმე დღის წინ კინგმა ამ საიდუმლოებას ფარდა ახადა :
„ოფიციალურად : ადამიანი შავებში წავიდა უდაბნოში, მსროლელი კი მას მისდევს,“ – დაწერა კინგმა „ტვიტერზე“ და იდრის ელბა და მეთიუ მაკონაჰი მონიშნა.
საუბარია საგის მთავარ გმირებზე, შავსამოსიანი კაცი იდრის ელბა იქნება, მაკონაჰი კი – რენდალ ფლეგი.