სტოკჰოლმის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე ხალხის ნაკადში სატვირთო მანქანა შევარდა, ინფორმაციას The Local ავრცელებს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ადგილობრივი დროით 14:53 საათზე შეიტყვეს, სამართალდამცველები ახლა შემთხვევის ადგილას იმყოფებიან.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ჯერ-ჯერობით არ იციან, რამდენი ადამიანია დაშავებული, “სქაი ნიუსის” ინფორმაციით კი სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული.
სამართალდამცველებს უჭირთ თქმა, იყო თუ არა ინციდენტი ტერორისტული აქტი. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის.