LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში – ბალტიიდან შავ ზღვამდე, უკვე 8 ბატალიონი გვეყოლება

137
იენს სტოლტენბერგი 1

NATO-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ხვალინდელ სამიტზე კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იგი დარწმუნებულია, რომ NATO-ს ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიო პოზიციებს დააფიქსირებენ.

„ხვალინდელ სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას მივიღებთ, დარწმუნებული ვარ ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს.

პირველი ნაბიჯი იქნება, რომ 4 ახალი NATO-ს ჯარები/ბატალიონი განთავსდეს ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში. მათთან ერთად იქნებიან ჩვენი არსებული ჯარისკაცები, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. ეს ნიშნავს, რომ ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, 8 მულტინაციონალური ბატალიონი გვეყოლება.

„აშშ-ს ჰყავს 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ევროპაში, რათა დაარწმუნოს მოკავშირეები და შეაჩეროს რუსული აგრესია NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ“ – შტატების თავდაცვის დეპარტამენტი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მანჰეიმში გერმანულ სატვირთო ვაგონებზე აშშ-ის არმიის ათობით ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ემ 2 ბრედლი“ იტვირთება - 405-ე არმიის საველე მხარდაჭერის ბრიგადას გერმანიაში დისლოცირებული ჯარისკაცებისთვის ავტომობილები და სამხედრო აღჭურვილობა გადააქვს.

ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, ამიტომაც ჩვენ უნდა გადავახარისხოთ ჩვენი თავდაცვა უფრო მასშტაბური მომავლისთვის. ჩვენ, ჩვენი NATO-ს წვერი ქვეყნები ხვალ, უკრაინის მიმართ დახმარებას, კიდევ ერთხელ გადახედავენ. უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება თავი დაიცვას და ჩვენ ვეხმარებით გამოიყენოს ეს უფლება.“– განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.