LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: „გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინაზე ერთმანეთზე მიბმული არ არის, ცალ-ცალკე მიიღება“

141
Capture

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოსთვის ვაშინგტონის NATO-ს საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველომაც იგივე დაპირება მიიღო ნატოსგან, რაც უკრაინამ, 16 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე. უნდა ჰქონდეს საქართველოს რაიმე მოლოდინი მაინც ვაშინგტონში? სტოლტენბერგი პასუხობს:

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით. ეს რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა ნატოს წევრი თუ შედარებით შორეულში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, წლების განმავლობაში, ალბათ დამეთანხმებით, საქართველო და უკრაინა ერთგვარ ტანდემად განიხილებოდა, როდესაც ნატოში გაწევრების მისწრაფებებზე მიდგებოდა საქმე. დღესაც ასეა? საქართველოსაც იმავე კალათაში მოიაზრებენ, ისევ არსებობს ბმა ამ ორ ქვეყანას შორის? სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ განსხვავებები არის.

„არის განსხვავებები. ეს განსხვავებები თავიდანვე იყო საქართველოსა და უკრაინას შორის. მართალი ხართ იმაში, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთდროულად მიიღო დაპირება ნატოსგან, რომ ნატოს წევრები გახდებოდნენ, მეც იქ ვიჯექი, იმ სამიტზე ბუქარესტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გასაგები განსხვავებები: საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ.

ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, „როდესაც ამბობთ, რომ არსებობს განსხვავება იმას შორის, რაც 2008 წელს ვიხილეთ საქართველოში და რაც დღეს უკრაინაში ხდება, ვფიქრობ, საქართველოში საკმაოდ ბევრი მოიძებნება, ვინც არ დაგეთანხმებოდათ და იტყოდა: ომი ომია, სისხლი ორივეგან დაიღვარა. რატომ იმსახურებს ერთი მხარე მეტს, ვიდრე მეორე? სტოლტენბერგმა უპასუხა:

„განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებს და ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g