LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: თუ კრემლის მიზანია ნაკლები NATO რუსეთის საზღვრებზე, ის მხოლოდ მეტ NATO-ს მიიღებს

51
Capture

თუ კრემლის მიზანია ნაკლები NATO იყოს რუსეთის საზღვრებზე, ის მხოლოდ მეტ NATO-ს მიიღებს და თუ მას სურს NATO-ს გაყოფა, ის მხოლოდ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ის არ ემუქრება რუსეთს, მაგრამ გააკეთებენ ყველაფერს, რათა საკუთარი მოკავშირეები დაიცვან.

“ჩვენ არ ვემუქრებით რუსეთს ან სხვას, მაგრამ ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას მოკავშირეების დასაცავად. სწორედ ამიტომ, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვაძლიერებდით შეკავებისა და თავდაცვის მასშტაბებს. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასწორი გათვლა ან გაუგებრობა ერთმანეთის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულების დასაცავად”, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა იმატებს. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაარღვია, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს: იენს სტოლტენბერგი

რუსეთს უკრაინასა და მის მახლობლად, სავარაუდოდ, 190 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული: ეუთო-ში აშშ-ის ელჩი

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს ფინანსურ ბაზრებზე წვდომას შეუზღუდავს: ურსულა ფონ დერ ლაიენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g