LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სტრადა” იაპონურ ავტომობილებზე ლიკვიდ-აქციას აცხადებს

100

”სტრადას” ავტობაზრობა მომხმარებელს იაპონურ ავტომობილებზე ლიკვიდ-აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ”სტრადადან” აცნობეს,  აქციის ფარგლებში მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილები, რომლებზეც ვრცელდება ერთწლიანი გარანტია და გააფორმოს ავტოგანვადება პირადობით, თვეში მხოლოდ 1%-ად.

”ასევე მყიდველს საჩუქრად გადაეცემა 10-თეთრიანი ფასდაკლება საწვავზე, ”სტრადას” ავტოსამრეცხაოს უფასო სერვისი შეუზღუდავად და 50%-იანი ფასდაკლება ”სტრადას” ავტოსერვისზე”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე, ინფორმაციით  ”სტრადა” მომხმარებელს მუდმივად განახლებად ავტოპარკს სთავაზობს, ასევე მანქანის უფასო დიაგნოსტიკას, ავტოგანვადებას, განბაჟებას, გადაფორმებას და ნომრების აღდგენას ადგილზე.

”სტრადას” ავტობაზრობა თბილისში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები