ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს 10 ოქტომბერს უყრიან კენჭს.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, დადებითი შედეგების მოლოდინშია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები უკვე გამოქვეყნდა.
ორი დღის წინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია.
ლადო ჭანტურიასთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი არიან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.