LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტები მოგზაურობას სხვებზე იაფად შეძლებენ – ავიაბილეთებზე მათ შეღავათები ექნებათ

136
gallery-medium

ყატარის ავიახაზებისტუდენტებს იაფ ავიაბილეთებს სთავაზობს. ისინი, ვინც ავიაკომპანიის „სტუდენტურ კლუბში” გაწევრიანდებიან, ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ინფორმაციას „მოგზაურთა კლუბში“ საქართველოში Qatar Airways – წარმომადგენელი ავრცელებს.

„მეგობრებო, ვისაც გყავთ სტუდენტი შვილები 18-დან 30 წლამდე, ან თქვენ თვითონ ბრძანდებით სტუდენტი, გთავაზობთ გაწევრიანდეთ „ყატარის ავიახაზების“ უნიკალურ „სტუდენტურ კლუბში”, რომელსაც ანალოგი ჯერჯერობით არ აქვს.

გაწევრიანების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც პირველ ფრენაზე 10 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს, მეორე ფრენის დროს (მეორე მიღებული კოდით) 15%-იან , ხოლო მესამე ფრენაზე – (მესამე კოდით) 20%-იან ფასდაკლებას. ფასდაკლებული ბილეთის შეძენა უნდა მოხდეს ჩვენი ოფიციალური ვებგვერდიდან www.qatarairways.com “- წერს ავიაკომპანიის წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, „სტუდენტურ კლუბში“ გაწევრიანება სრულიად უფასო და თან, ძალიან მარტივია შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://www.qatarairways.com/…/student-club-join-now

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები