LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტების და პრემიერის ხმაურიანი შეხვედრა: “დიდი ხანია დაცვით არ დადიხართ?” [ვიდეო]

165

არეულობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება.

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრები, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში, ღონისძიებიდან გამოსულ პრემიერ – მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს  დახვდნენ და მასთან საუბარს ითხოვდნენ.  მათ პრემიერს საკმაოდ ცინიკური რეპლიკით მიმართეს: “დიდი ხანია დაცვით აღარ დადიხართ?”

პრემიერი მასთან სასაუბროდ მცირე ხნით გაჩერდა და სტუდენტებს უთხრა, რომ მსგავსი ფაქტები ძალიან სამწუხაროა.

„მე თქვენთან სასაუბროდ ყოველთვის მცალია. ადრეც მეცალა და ახლაც. არასდროს თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არ მითქვამს და საერთოდ არ მჭირდება დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.

სტუდენტებმა ამ კომენტარის შემდეგ აღნიშნეს, რომ “პრემიერთან ყოველი კომუნიკაციის შემდეგ ცივდება ურთიერთობები, რადგან ისინი იღებენ დაპირებებს, რომელიც არ სრულდება”.

კვირიკაშვილმა “აუდიტორია 115”-ის წევრებს უთხრა, რომ ამ შეფასებაში არ ეთანხმება.

“მე არ გეთანხმებით, მოვედი, პატივი გეცით და დაგელაპარაკეთ”, – შეხვედრა ამ პასუხით ამოიწურა და პრემიერმა უნივერსიტეტი დატოვა.

სტუდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი რამდენიმე წევრი, კულტურის დეპარტამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს ჰყავთ გამომწყვდეული და უკანონოდ უზღუდავენ თავისუფლად გადაადგილებას.

შეგახსენებთ, დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა. სტუდენტური მოძრაობა კი აპროტესტებს, რომ ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი.

ღონისძიებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g