LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებს „ვისოლ ჯგუფში” დასაქმების შანსი აქვთ

90
552

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმი გამართა და ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში  – „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდიში“, „დანკინ დონატსში“ და „ვიანორში“ სტაჟირების გავლისა და ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალება მისცა.

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში. „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წარჩინებული სტუდენტები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შეძლებენ ისეთ წარმატებულ ბიზნეს ჯგუფში, როგორიც „ვისოლ ჯგუფია“. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვისოლ ჯგუფის“ დასაქმების ფორუმზე სამსახურის დაწყების შანსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მასტერკლასები ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისაგან, ამავე დროს „ვისოლ ჯგუფში“ დასაქმებულმა წამყვანმა პროფესიონალებმა გაუზიარეს სტუდენტებს საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილება და ამისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

5000-მდე თანამშრომლით „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.  „ვისოლ ჯგუფი“  ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა „ვისოლ ჯგუფის“ აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს, აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g