LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდია გვექნება, დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ – “გირჩი” პარლამენტში სტუდიის მოწყობას გეგმავს

82
Untitled design (1)

“სტუდია გვექნება. უნდა დავლაგდეთ, როგორი იქნება ეს სტუდია და სად გავაკეთებთ. დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ.” – “გირჩის” წევრები პარტიის მორიგ იდეაზე საუბრობენ.

პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც პირდაპირ ეთერში ჩაერთვებიან და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ:

“ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც ჩავერთვებით ხოლმე და ვილაპარაკებთ “ლაივში”, გადაცემებში და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რომ კაბინეტებში ვისხდეთ და სერიოზული სახით რაღაცებზე ვილაპარაკოთ? ასე არ მოხდება. სტუდია გვექნება. უნდა დავლაგდეთ, როგორი იქნება ეს სტუდია და სად გავაკეთებთ. დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ. ჩვენს ამომრჩევლებს აინტერესებს საპარლამენტო ცხოვრება და როგორაა ეს ყველაფერი აწყობილი. ეს ხომ პრივილეგიაა, რომ აქ ვიდგე და რატომ არ შეიძლება ამომრჩევლებს ეს პრივილეგია გავუნაწილოთ.” – თქვა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, “გირჩის” წევრებმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგ პარლამენტში მივიდნენ და თქვეს, რომ დაელოდებოდნენ შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას და სანამ ეს არ მოხდებოდა, კულუარებში ან დერეფანში დაელოდებოდნენ კოლეგებს, რომ ერთად შესულიყვნენ პარლამენტის დარბაზში.

სწორედ ამ დროს, მეგრელიშვილმა თქვა, რომ ამ საპარლამენტო ოფისს გამოიყენებენ როგორც პლაცდარმს და აქ იქნება “გირჩის” სამეფო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g