LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს – როგორც მტერს, ძველი “კაგებეშნიკი”, საქართველოს დაუძინებელი მტერია: სააკაშვილი პოზნერზე

93
Untitled design (3)

„დააკვირდით ივანიშვილის “ბოტებმა” რა ამბავი ატეხეს, რომ ვაჟა-ფშაველა, “დღეს სტუმარიაის ჩვენი” რა სტუმარია? ეს სტუმარი არ არის! ეს არის ის ადამიანია, მათ შორის, პოზნერი, რომელიც გარბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ რაღაც სახელი კიდევ ჰქონდათ დასავლეთში შერჩენილი. ეს ძველი “კაგებეშნიკი”, ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი.” – რუსი ჟურნალისტის ვიზიტს საქართველოში, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება.

პოზნერი ომის შემდეგ სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადი მოწვევით იყო ჩამოსული, სად იყო მაშინ საზოგადოების რეაქცია? – ლადო ბოჟაძე

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ პუტინთან დაახლეობული ოლიგარქები, რომლებიც არიან ჰიბრიდული ომის წინა ხაზის მებრძოლები, არა უბრალო ჯარისკაცები, არამედ გენერლები, რომლებიც არიან საქართველოს დაუძინებლები მტრები და არც ერთია ისრაელის შვილი და არც მეორე ამერიკის და ისინი ბედკრული რუსეთის შვილები არიან:

“რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება, მაგრამ, ერთი მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ ამ ყველაფერში, მეორე მხრივ, იძახიან “როგორ არ შეიძლებოდა არ შემოშვება”, “ეს რა უპატივცემულობაა”. დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს – როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა, ან პასპორტი აქვს.

როგორც ყოველთვის “ბოტებს” მისცეს დავალება – აბა, სააკაშვილმა რომ ჩამოიყვანა სობჩკი? ჯერ ერთი, სობჩაკი პუტინის წინაღმდეგ მებრძლია მთელი ეს წლები. მეორე, თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?! კიდევ მე მედარებით?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, იმას, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, საქართველოს მოღალატეები ხართ.” – აცხადებს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი 1 აპრილს თბილისში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი და მისი თანმხლები პირების ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა.

მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია.

რატომ გააძევეს პოზნერი საქართველოდან – პატივი ეცით საქართველოს კანონებს, ან დაემალეთ თქვენთვის ნასროლ კვერცხებს: რას წერს რუსული მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები