LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ“ – ივანე ჩხაიძე

124
ivanechxaidze

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ იმ მავნე ჩვევებზე ისაუბრა, რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა მთელი რიგი გართულებები აცილონ თავიდან. მაგალითად აქ საუბარია ბავშვის მაღლა აგდების ჩვევაზე, რომელიც როგორც წესი, ბავშვებს ძალიან ახარებთ.

,,ძალიან ხშირად უყვართ ჩვენთან ბავშვების ზემოთ აგდება, დაჭერა, თამაში. ეს არის სერიოზული გართულების რისკი. ამას შენჯღრეული ბავშვის სინდრომი ჰქვია. ჩვენ ბავშვს ვეთამაშებით, განა ცუდ რამეს ვაკეთებთ. ბავშვს ზემოთ აგდება და დაჭერა უხარია, მაგრამ ეს არის სერიოზული რისკი” – ამბობს პედიატრი.

ასევე ივანე ჩხაიძემ ისაუბრა სტუმრების შესახებ და განმარტა, რომ ვირუსული ინფექციების აქტივაციის პერიოდში, სტუმრებს ბავშვების გადაკოცნის უფლება არ უნდა მივცეთ:

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ. ოჯახის წევრი სხვა არის. მიკრობიომა, რომელიც ოჯახშია გავრცელებული, სხვა არის, მით უმეტეს, დედისა და ბავშვის კავშირი. ძალიან ბევრი ელემენტი გადაეცემა კანიდან, ძუძუდან. მით უმეტეს, ახლა, საერთოდ არ უნდა მივიდეს არცერთი უცხო ბავშვთან. ეს კატეგორიულად გამორიცხულია. ათი მწვანე პასპორტი რომ აჩვენოს, არ უნდა მივიდეს ახლოს ბავშვთან. ეს ასეა პანდემიის გარეშეც და ახლა, მით უმეტეს“, – ამ თემებზე ივანე ჩხაიძემ POSTV-ის ეთერში ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g