LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუარესი : მე აქ თანაგუნდელების დასახმარებლად ვარ

41

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა თანაგუნდელებთან ურთიერთობაზე და კლუბში მის როლზე ისაუბრა. 28 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ლიონელ მესი საუკეთესოა და მას ამ სტატუსში არ ეცილება.

“მესისთან და ნეიმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვიცით, რომ ლეო საუკეთესოა. არ ვცდილობთ, რომ მას შევეჯიბროთ. მის მიმართ არანაირი ეჭვიანობა არ არის.

როდესაც გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ეცილება ერთმანეთს საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის, სიტუაცია რთულდება. მე ჩემი ფუნქცია მაქვს. მთავარია, რომ სპონტანურად ვიმოქმედო.

ჩემი საქმე არ არის ოთხი მცველი მოტყუება. ამის გაკეთება ლეოს, ნეისა და ანდრეს ინიესტას შეუძლიათ. როდესაც დასარტყმელია, ვურტყამ. როდესაც პასია გასაკეთებელი, პასს ვაკეთებ. მე აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. თანაგუნდელების არ მშურს”, – თქვა ურუგვაელმა  La Vanguardia- სთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ სუარესი ”ბარსას” გასული სეზონის დასაწყისში ”ლივერპულიდან” შეუერთდა, ახალ კლუბში ადაპტაცია მალე გაიარა და უდიდესი წვლილი შეიტანა ტრიპლეტის მოგებაში. ცოტა ხნის წინ კი უეფას გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სამეულში მოხვდა მესისა და რონალდუსთან ერთად. პირველზე რათქმაუნდა მესი გავიდა, მეორე კი სწორედ სუარესი იყო, რომელმაც რონალდუზე მეტი ხმა მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები