LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: „საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის ღირებულებები, რომლებითაც მოვსულვართ დღემდე და თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ ვიცით ვინ ვიქნებით, აღარ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო და ვიქნებით რაღაც უფორმო ბიოლოგიური მასა“

135
სოზარ სუბარი

„საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის ღირებულებები, რომლებითაც მოვსულვართ დღემდე და თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ ვიცით, ვინ ვიქნებით, აღარ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო და ვიქნებით რაღაც უფორმო ბიოლოგიური მასა, რომლის შექმნაც როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ვინმეს უნდა. სწორედ ამას უნდა აღვუდგეთ წინ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ

ქუთაისში ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ ლგბტ პროპაგანდა მთელი მსოფლიოს პრობლემაა და არც საქართველოა გამონაკლისი.

„ქუთაისი არის ქალაქი, საიდანაც იწყებოდა პროცესები, რომლებიც საქართველოს გამთლიანებას ან მის გადარჩენას ემსახურებოდა. ასე იყო მე-12 საუკუნეში, როდესაც ხმლით გახდა საქართველოს გაერთიანება საჭირო და ასე იყო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, როდესაც ქუთაისმა მისცა ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ის ინტელექტუალური ძალა, რომელმაც საქართველო გახადა ისეთად, როგორიც დღეს ვართ.

მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

ამ საქართველოს შენარჩუნებისთვის ვართ დღეს ჩვენ აქ შეკრებილები და ალბათ სიმბოლურია, რომ ქუთაისიდან ვიწყებთ. რა ჰქვია კანონს, რომლის მიღებაზეც ვლაპარაკობთ, სულ ერთი მუხლია და რვა პუნქტისგან შედგება. ეს არის „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი.

ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ვიცავთ და რომელიც უნდა დავიცვათ. კითხვები ისმევა: რატომ გახდა დღეს ამის მიღება საჭირო, რამ განაპირობა?! რატომ არ გვქონდა ეს კანონი აქამდე, თუ ამის საჭიროება იყო?! 20-30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი კანონის მიღების საჭიროება არსებობსო, გამეცინებოდა და ვერ დავიჯერებდი.

ასევე ნახეთ

„აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს.“

ვიფიქრებდი, ეს ადამიანი სხვაგან არის, სხვა პლანეტაზე ცხოვრობს-მეთქი, მაგრამ დღეს ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, რომ დადგა ამის საჭიროება და საქართველო არ არის გამონაკლისი“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთში, უნგრეთსა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ.

„მაგალითად მოვიყვან, რა ხდება პოლონეთში, უნგრეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ მიღებული, რომ ეს ღირებულებები დაიცვან. ეს არის სწორედ ოჯახის და ბავშვის უფლებების დაცვა. ჩემი კოლეგები აქ საუბრობდნენ იმაზე, რომ დღეს საკანონმდებლო დონეზე დაკანონდა, რომ გეი და ლესბოსელ წყვილებს აქვთ უფლება ბავშვები იშვილონ და ეს ბავშვები გაიზარდონ ამ ოჯახებში.

შალვა პაპუაშვილი: „ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება“

არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომ ფსიქიკური, ემოციური პრობლემები ორჯერ-სამჯერ მეტი არის ასეთ ბავშვებში, მაგრამ ისეთი ძლიერია ლობი, რომელიც ამ შემთხვევაში, ამ არატრადიციულ ოჯახებს იცავს, ამ ბავშვებს მას შემდეგაც კი, როდესაც იზრდებიან, არ აქვთ უფლება და ვერ ბედავენ ამაზე საუბარს.

როგორც კი ამაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ხდება მათი გაკიცხვა, საზოგადოებიდან მოკვეთა, მათი აზრის გაქრობა ყველანაირი საინფორმაციო საშუალებიდან, მათზე ზეწოლა. იწყება ისეთი ბულინგი, რომ ისინი ვერც კი ბედავენ ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ. იგივე სპორტსმენები, რომლებიც სქესს იცვლიან, მაგალითად მოცურავე, რომელიც იყო 440-ე და უცებ ხდება პირველი.

ანუ იტყვის „ქალი ვარ“, რაღაც თერაპიას ჩაუტარებენ (ისევ კაცია – ყველაფერი თავის ადგილზე აქვს) და ხდება პირველი. ვინმემ გაბედოს და ხმა ამოიღოს, რომ „ეს კაცია და როგორ უნდა შევეჯიბრო“, ასეთ ადამიანებს საერთოდ აქრობენ სპორტიდან.

ქალები ჩივიან, „ამათთან ერთად როგორ უნდა გავიხადო გასახდელში?!“ ამ ქალებს ეუბნებიან „ფსიქოთერაპიას ჩაგიტარებთ, რადგან თქვენ რაღაც არ ხართ კარგადო,“ ძალით უნიშნავენ კურსებს, რომ დაემორჩილონ იმ კანონებს, რომელთა მიღებაც ახლა ხდება.

კიდევ არა უშავს, როდესაც ლაპარაკი არის ცურვაზე, მაგრამ როდესაც UFC-ში და სხვა ორთაბრძოლებში, ან რაგბში გამოდის კაცი და მისი მოწინააღმდეგე არის ქალი. ტრავმები მართლა ძალიან ხშირია. ამასთან, ეს მოძრაობა ახლა იწყება და ეს ყველაფერი უფრო და უფრო პრობლემური გახდება.

პრობლემური არის იმიტომ, რომ როგორც კი დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში იწყება განხილვა საკანონმდებლო დონეზე, ამას მოყვება პირველ რიგში, უზარმაზარი ფული, მილიარდები, რომ ამის დანერგვა მოხდეს სხვა ქვეყნებში და იწყება ზეწოლა ხელისუფლებებზე. იწყება ზეწოლა როგორც მეგობარი, ასევე არამეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და გაიძულებენ, რომ დაემორჩილო მათი თამაშის წესებს“, – განაცხადა სუბარმა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის თქმით, საჭიროა, რომ საკონსტიტუციო დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომლითაც საქართველო აქამდე მოვიდა.

„ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა და ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა“ – გურამ მაჭარაშვილი

„საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის ღირებულებები, რომლებითაც მოვსულვართ დღემდე და თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ ვიცით, ვინ ვიქნებით, აღარ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო და ვიქნებით რაღაც უფორმო ბიოლოგიური მასა, რომლის შექმნაც როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ვინმეს უნდა. სწორედ ამას უნდა აღვუდგეთ წინ. არავის წინააღმეგი არ ვართ, არავის უფლებებს არ ვარღვევთ.

ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს უფლებას, ვიყოთ ისეთები, როგორებიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით და რასაც ჩვენი და სხვათა შორის, ნებისმიერი სარწმუნოება ასწავლის. დღეს ეს არის არა რომელიმე კონკრეტული სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ურწმუნოებისა და აღვირახსნილობის ბრძოლა ნებისმიერი სარწმუნოებისა და ნებისმიერი ერის წინააღმდეგ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ.

პაატა მანჯგალაძე: „ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები „სკაიპით“ გაიზარდა – ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ“

წეღან დავასახელე უნგრეთს და პოლონეთის მაგალითები, სადაც მთავრობების დონეზე ხდება ამ ღირებულებების დაცვა, თუმცა ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, რა საშიშროების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა და ამისთვის ჩვენც ჩვენი ერთი აგური უნდა დავდოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლის დაცვაში, ისე კაცობრიობის დაცვაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თქვენი მხარდაჭერით, იქნება ძალიან წარმატებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

magti 5g