კომპანია Subaru Technica International (STI) 3 ახალი კონცეპტის წარსადგენად ემზადება. მათგან ერთ-ერთი STI Performance Concept იქნება, რომელიც BRZ-ს ბაზაზე იქნება დამზადებული. რაც შეეხება დარჩენილ ორ მოდელს, კომპანიამ მათ შესახებ სულ ახლახანს ამცნო მომხმარებლებს.
ყველაზე მეტად ამ სიაში XV Hybrid STI Concept-ის მოხვედრა გაუკვირდათ კრიტიკოსებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ჰიბრიდი WRX STI-ის თანამედროვე ვარიანტია. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ავტომობილი ჩვეული ცისფერი შეფერილობის იქნება, ინტერიერი კი თეთრ-ფორთოხლისფერ ფერებში გადაწყდება. გარდა ამისა, ჰიბრიდი უახლეს აეროდინამიულ დეტალებსაც მიიღებს.
BRZ-სთან და XV-სთან ერთად, ტოკიოს ავტოშოუსთვის კიდევ ერთი ახალი ავტომობილი Levorg STI ემზადება. ინფორმაცია ამ ავტომობილის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ტოკიოს ავტოშუზე კომპანია Subaru ზემოთჩამოთვლილ მოდელებთან ერთად, კიდევ 4 სპორტულ ავტომობილს წარადენს, რომლებიც ძირითადად BRZ-სა და WRX STI-ის ბაზაზე იქნება დამზადებული.