LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბელიანი უარყოფს ცემის ფაქტს, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება – სახალხო დამცველის წარმომადგნელი

79

მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განაცხადა, როემლმაც რამდენიმე  წუთის წინ დატოვა პენიტენციური დაწესებულება . ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, როგორც სუბელიანი განმარტავს, მან აღნიშნული დაზიანებები 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია ექიმის ჟურნალშიც.

სუბელიანთან საუბარი შეეხო გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებსაც. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსანი მსგავს საუბრებს უარყოფს.

„მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიის სასუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, ცემა, თუმცა მას აღენიშნება დაზიოენებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში, ეს იყო მცირედი სიწიტლეები, რაზეც განაცხადა, რომ მან ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც სუიციდის მცდელობა განახორციელა.

ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერს გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდის მცდელობა განახორციელა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები