LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუფთა სახლი” ფართოვდება – კომპანია რიგით მე-100 ფილიალს ხსნის

686

„სუფთა სახლის“ რიგით მე-100 ფილიალი, 21 სექტემბერს, 13:00 საათზე რუსთაველის #24 -ში საზეიმოდ გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით, „სუფთა სახლი“ თავის მომხმარებელს არაერთ სიურპირზს სთავაზობს. მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს მაღაზიათა ქსელში არსებული პროდუქციის შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით შეეძლება.

„სუფთა სახლის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თამარ გელანტიას ინფორმაციით, იმ პროდუქციის საფასურს, რომელზეც კვირის აქციის ფარგლებში ფასდაკლება ისედაც მოქმედებს, დამატებით 15% კიდევ დააკლდება. გარდა ამისა, ახალი ფილიალის გახსნის აღსანიშნავად, 21 სექტემბერს იმოქმედებს კამპანია „მე ვარ მე-100“, რომლის ფარგლებშიც რიგით მე -100 მომხმარებელი „სუფთა სახლის“ 100-ივე ფილიალში განსაკუთრებულად დასაჩუქრდება.

„კამპანიის ფარგლებში „სუფთა სახლის“ ასივე ფილიალში გამოვლინდება რიგით მე-100 მომხმარებელი. შესაბამისად, გვეყოლება სულ 100 გამარჯვებული, რომელთაც ჩვენი ასორტიმენტიდან რჩეული პროდუქტებისგან შექმნილი სასაჩუქრე კალათა გადაეცემათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომლებიც 21 სექტემბერს „სუფთა სახლის“ მაღაზიაში, რუსთაველის #24-ში, 15 ან 30 ლარიან შენაძენს გააკეთებენ, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ. ასე რომ, მომხმარებლებს მოვუწოდებ, გვესტუმრონ „სუფთა სახლში“, გააკეთონ შენაძენი და მოხვდნენ იღბლიან ასეულში, – განაცხადა თამარ გელანტიამ.

შეგახსენებთ, სახლისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანს მოიცავს. საოჯახო ქიმიის და დეკორატიული კოსმეტიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს გაფართოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g