LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუფთა სახლი” თანამშრომლებისთვის ახალ სამოტივაციო სისტემას აამოქმედებს

1309

„სუფთა სახლი” გაფართოვდა – დღეს რუსთაველის #24 -ში კომპანიის რიგით მე-100 ფილიალი გაიხსნა. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით კი, მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს მაღაზიათა ქსელში არსებული პროდუქციის შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით შეეძლება. ამასთან, დღესვე იმოქმედებს კამპანია „მე ვარ მე-100“, რომლის ფარგლებშიც რიგით მე -100 მომხმარებელი „სუფთა სახლის“ 100-ივე ფილიალში განსაკუთრებულად დასაჩუქრდება.

„გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომლებიც 21 სექტემბერს „სუფთა სახლის“ მაღაზიაში, რუსთაველის #24-ში, 15 ან 30 ლარიან შენაძენს გააკეთებენ, სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ”, – განაცხადა „სუფთა სახლის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, თამარ გელანტიამ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს „სუფთა სახლი” გაფართოებას კიდევ გეგმავს. როგორც გელანტია ამბობს, 2019 წლის ბოლომდე კომპანია მთელ საქართველოს მოიცავს.

„გვინდა, რომ ჩვენი მომსახურება ტერიტორიულად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის. ამასთან, გეგმები გვაქვს არსებული სერვისის კიდევ უფრო დახვეწისა და განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით დიდი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს – იგეგმება 2019 წლიდან ახალი სამოტივაციო სისტემის ჩაშვებაც ჩვენი თანამშრომლებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შეუქმნის მათ, უკეთ მოემსახურონ მომხმარებელს და კიდევ უფრო კონფორტული გახადონ ჩვენთან შოპინგი”, – აღნიშნა „სუფთა სახლის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, „სუფთა სახლს” დღეისათვის 800 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, წლის ბოლომდე კი თანამშრომელთა რიცხვი ათასამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, სახლისა და თავის მოვლის საშუალებების მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g