LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუფთა სამყარო“ „გოლდენ ბრენდის“ მფლობელი გახდა

145

„სუფთა სამყარო“ „გოლდენ ბრენდის“ მფლობელი გახდა. ეს წარმატება იმ 1500 ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციების სისუფთავეზე ზრუნავენ, სწორედ ეს ადამიანები არიან  ამ ჯილდოს მფლობელები!

Global Idea-სა და გაზეთ ”ფაინანშალის” ორგანიზებით უკვე მე-11 წელია, ოქროს წოდების მფლობელი ორგანიზაციები ვლინდება. წელს, ”სუფთა სამყარო” 42 რჩეულ კომპანიას შორის მოხვდა.

„ეს არის კიდევ ერთი მოტივატორი იმისა, რომ შევინარჩუნოთ ხარისხი, ჩვენს მომსახურებას დავამატოთ სხვა მიმართულებები და ვიყოთ პირველები პროფესიული დასუფთავების სფეროში.  ეს ჯილდო სტიმულია თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის, რომ ვიყოთ კიდევ უფრო უკეთესები და სიმართლე გითხრათ, ეს წარმატება, იმ 1500 ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ზრუნავენ სხვადასხვა ორგანიზაციების სისუფთავეზე”, – აღნიშნა სუფთა სამყაროს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია ალფაიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ამაყობს იმით,  რომ ”სუფთა სამყაროს” ჯილდოების ჩამონათვალს, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო შეემატა.

”ჩვენ ვამართლებთ სახელს და საკუთარ მომხმარებელს ინდივიდუალური მიდგომით, მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით ვთავაზობთ მომსახურებას.  ჩვენი 10 წლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სიახლეების დანერგვა ორგანიზაციაში არის ჩვენი წარმატების საიდუმლო“,- განმარტა ალფაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g