LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სუფთა სამყარომ” პირველი ფრენჩაიზი გასცა

251

”სუფთა სამყარომ” პირველი ფრენჩაიზის ლიცენზიის სერტიფიკატი გასცა და მისი მფლობელი კომპანია დაასახელა.

როგორ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფრენჩაიზის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „სრული სერვისი“ გახდა, რომლის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები, როგორც მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ასევე დასუფთავების სპეციალისტებისთვის.  გარდა ამისა, მათი თანამშრომლები მივლინებულ იყვნენ ობიექტებზე, სადაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცათ, ისინი რეალურად დასაქმდნენ და ხელფასი აიღეს.

„კომპანიამ, რომელზეც ჩვენი პირველი ფრენჩაიზი გავეცით, ჩვენი ბრენდის ქვეშ გაერთიანებისთანვე მიიღო გარკვეული მატერიალური და არამატერიალური სარგებელი: ცენტრალიზებული შესყიდვები, მომარაგება, ფასდაკლებები, კლიენტები,  წვდომა აპარატურასთან, დასუფთავების საშუალებებთან და ა.შ. ორთვიანი მომზადების შემდეგ კი მათ გადავეცით ფრენჩაიზის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ”სრული სერვისი” მზად არის ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში აწარმოოს ბიზნესი, რაც გულისხმობს, ოფისების, აგარაკების და სხვა შენობების ყოველდღიურ, გენერალურ და რემონტის შემდგომ დასუფთავებას თბილისის მასშტაბით”, – განაცხადა ”სუფთა სამყაროს” ხელმძღვანელმა, აპოლონ გოლეთიანმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია წელიწადში მხოლოდ 6 ფრენჩაიზის გაცემას გეგმავს და მათ პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილებს.  ”ასე ჩვენ ხელს ვუწყობთ დასუფთავების სფეროს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ვფიქრობ, ეს კარგი შეთავაზებაა, რადგან დასუფთავება ძალიან მოთხოვნადი და გარდაუვალი აუცილებლობა გახდა, შესაბამისად, ხარისხი უნდა იყოს მაღალი, რომ მოთხოვნა არ დავარდეს ამ მიმართულებით.“ -აღნიშნა გოლეთიანმა.

„სრული სერვისის“ ხელმძღვანელის პაატა ლეკიშვილმის თქმით, კი მას შემდეგ, რაც კომპანია ”სუფთა სამყაროს” ფრენჩაიზის მფლობელი გახდა, მოიმატა დამკვეთთა რაოდენობამ, მოთხოვნაგ ანსაკუთრებით, ერთჯერად დაკვეთებზეა.

”ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა ნდობა დამკვეთის მხრიდან, რადგან ”სუფთა სამყარო” უკვე ყველასათვის ცნობილია. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი დასუფთავების სპეციალისტების პროფესიული დონე გაიზარდა, როგორც ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე დასუფთავების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ის, რომ ჩვენ ხარისხი შევინარჩუნოთ და დასუფთავების მომსახურებით დაინტერესებულ ადამიანებს შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება,“- განაცხადა „სრული სერვისის“ ხელმძღვანელმა.

კომპანია ”სუფთა სამყარომ” საკუთარი გამოცდილების გაზიარება შესთავაზა დასუფთავების პროფილის ბიზნესით დაინტერესებულებს, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ფრენჩაიზის ლიცენზიის მოპოვებით, დაინტერესებულ ადამიანებს მიეცათ საშუალება დაეწყოთ ახალი ან განევითარებინათ არსებული ბიზნესი სუფთა სამყაროს ბრენდის სახელით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g