ანსამბლი „სუხიშვილები“ ნაფეტვრებში მდებარე ღია სცენაზე ივლისიდან გიმასპინძლებენ და თავბრუდამხვევლი პროგრამით კონცერტების სერიას შემოგთავაზებენ.
ქართული ნაციონალური ბალეტი ზაფხულის სეზონს ანახლებს და განსაკუთრებულ სიახლეებსა და ახალ პროგრამებს წარმოგვიდგენს.
კონცერტების სერია მთელი ივლისის განმავლობაში გაგრძელდება. ბილეთების შეძენა კი უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.
კონცერტები 4 ივლისიდან დაიწყება. ბილეთის ფასი 60-100 ლარის ფარგლებში მერყეობს.
