სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა ქაბულში, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, ავღანეთის შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას „სიენენი“ ავრცელებს. აფეთქების დროს სულ მცირე 42 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:10 საათზე მოხდა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
ჯიჰადისტური დაჯგუფების სამიზნე იყო ავტობუსი, რომელსაც დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები გადაჰყავდა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, გარდაცვლილთა შორის არიან თუ არა პირები, რომლებიც თალიბანის სამიზნეს წარმოადგენდნენ.