სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაიჭრა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აფეთქება ტურისტებისთვის პოპულარულ ქუჩაზე, ისტიკალზე დღეს მოხდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.
შემთხვევის ადგილი პოლიციის ალყაშია, ქალაქის თავზე დაფრინავენ ვერტმფრენები.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ჯერ-ჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.