„ჩვენი გაძლიერება, უპასუხისმგებლო და უტვინო პოლიტიკური სპექტრის მოთოკვის ბერკეტი იქნება“ – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და უმრავლესობის მიერ ე.წ „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმიანება.
რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ბიძინა ივანიშვილთან არჩევნებში შესვლამდე, ხელისუფლებას კლიმატი ქუჩაში უნდა მოუგონ“.
„აი სულ მცირე ასეთი მორალური უპირატესობით უნდა შევიდეთ არჩევნებში ივანიშვილთან, მანამდე ქუჩაში უნდა მოვუგოთ კლიმატი – და მერე უკვე მაგის კონფორმისტები სულ ჩვენს მხარეს გადმოლაგდებიან და დიდ ნაწილს ევროპული საქართველო ჩაიხუტებს – საარჩევნო ყუთებში, იმიტომ რომ ჩვენი გაძლიერება, უპასუხისმგებლო და უტვინო პოლიტიკური სპექტრის მოთოკვის ბერკეტი იქნება.
(ხაბეს რომის პაპისეული სფიჩის ულამაზესი დადუმებით ვირუსული აღფრთოვანება აშკარად ადასტურებს, რომ ბანდერლოგების მოთოკვაზე მოთხოვნა მაღალია)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი