დაბა ფასანაურში მდებარე რესტორანი „გუდა“ რუსი ტურისტების ნეგატიურ შეფასებას პასუხობს და სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„სულ რომ თითო ვარსკვლავი გვიწერონ, იქნება ეს google, facebook თუ tripadvisor, ვიყავით, ვართ და დავრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული! რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი მკვლელია! აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა! და рУСККИИ́ КОРОБЛЬ ДОЛЖЕН ИДТИ НА Х?И́! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს უკრაინას! დიდება გმირებს! მადლობა ყველას, ვისაც იგივე პრინციპები აქვს და მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას“, – წერია რესტორან „გუდა“-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში რესტორანი „გუდა” 2019 წლის ზაფხულში გაიხსნა. რესტორანმა გახსნის პირველ დღესვე მიიქცია ყურადღება ანტისაოკუპაციო ინტერნეტისა და პაროლის საინტერესო კომბინაციით. მაშინ, Wifi-ს სახელი: აფხაზეთისაქართველოა, ხოლო პაროლი: სამაჩაბლო საქართველოა იყო. ეს ყველაფერი კი მენიუზე საკმაოდ მკაფიოდ იყო დაწერილი.

