LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ სხვანაირი „ოქროს გლობუსი“: შავებში ჩაცმული ვარსკვლავები (ფოტო)

94

ბოლო თვეებში სრულიად ჰოლივუდი შეძრა ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებულმა სკანდალმა, რომელიც როგორც გაირკვა, უამრავ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ მსახიობ ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ წლევანდელი „ოქროს გლობუსი“ „შავი“ უნდა ყოფილიყო  და ეს წესი ყველა მისულმა მსახიობმა დაიცვა.

„ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები და არ გვეშინოდეს სიმართლის თქმა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს სფეროში არ არის თანასწორობა და კიდევ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ“, – აცხადებდა ანჯელინა ჯოლი სექსუალური შევიწროების თემაზე.

„ოქროს გლობუსის“ წლევანდელი წითელი ხალიჩა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი, მოსაწყენს მას ვერავინ უწოდებდა: ვარსკვლავებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს არაჩვეულებრივი გემოვნებისა და სტილის დემონსტრირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები