LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულორი – ვანის პატარა სოფელი საოცარი გამაჯანსაღებელი მინერალური წყლებით -„ბონ ვოიაჟი”

431
cover (2)

სულ რაღაც 15 კილომეტრის სიგრძის მდინარე, რომელსაც მხოლოდ ორი შენაკადი აქვს და მისი სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს – „სულ ორი”. პატარა, მაგრამ დიდი ისტორიისა და მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის სახელიც დღეს სწორედ ასე ჟღერს. „ბონ ვოიაჟი“ მოგზაურობას აგრძელებს და ამჯერად სულორში გეპატიჟებათ.

ბალნეოლოგიური კურორტი სულორი ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე სულორის ნაპირთან, ცენტრიდან 11 კილომეტრში მდებარეობს. თბილისიდან კურორტი 250 კმ-ში მდებარეობს. ლეგენდა გვიამბობს,რომ თბილ თერმულ წყალს დავრდომილი ახალგაზრდა სრულებით განუკურნებია. ეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ სოფელს და სახელი გაითქვა.

აქ არსებული გამაჯანსაღებელი წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს. სამკურნალო-მინერალური წყლის აბაზანები განსაკუთრებით კარგად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა,კანისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემების სამკურნალოდ. მინერალურ წყლებთან ერთად აქ ჰაერიც განსაკუთრებულია, გარშემო სულ წიწვოვანი ხეებია, რის გამოც ჰაერი ყოველთვის გრილი, მსუბუქი და ჟანგბადით გაჯერებულია. გასულ ეპოქაში ასეულობით დამსვენებელი სტუმრობდა კურორტ სულორს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

რამდენიმე წლის წინ მოხდა კურორტის განახლება. აქ ჩამოსულ დამსვენებელს დახვდება ლამაზი კეთილმოწყობილი კოტეჯები, სპა ცენტრი, წყალქვეშა აბაზანა, დახურული აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და კვების ობიექტი. ამ ყველაფერს სამკურნალო მასაჟიც ემატება.ასე, რომ ჯანსაღი გარემოს პარალელურად მშვიდი გარემო თუ გსურთ ნამდვილად კარგად განიტვირთებით. გარდა დასვენებისა სულორი ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილია.

აქვე მდებარეობს ვანის ნაქალაქარი-ანტიკური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკაფიოდ გამოიკვეთა აქ დასახლებული ქართველების მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ბერძნებთან. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები, გალავნის კედელი, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი, საკულტო-რიტუალური დანიშნულების ქანდაკებები, ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა, მდიდრული სამარხები, ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები: დიადემები, სამაჯურები, ყელსაბამები, საყურეები, სასაფეთქლეები, ჰერალდიკური გამოსახულებები და თასები. ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ტერიტორია დაახლოებით 8,5 ჰექტარს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g