სუპერმარკეტების ქსელ”ნიკორას” თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, დიღმის მასივში მოხდა.
დაჭრის ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების პრესსამსახურში თქვეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 19/108 მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.
დეტალების გასარკვევად “ფორტუნა” ქსელის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
განახლებულ ინფორმაციას, მომხდარისა და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.