LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურამში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ილია ქურდაძეს პატიმრობა შეეფარდა

2068
BeFunky-collage (7)

სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ილია ქურდაძეს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რედ­გი­ნა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს­ვე მი­მარ­თა გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

“ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით” – სურამში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება, ადვოკატი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g