ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის 10 წლის ქალიშვილს სური კრუზს არდადეგები აქვს, ამიტომ თავისუფლად შეუძლია, მხოლოდ გართობასა და დასვენებაზე იფიქროს. ზაფხულს გოგონა ნიუ-იორკში ატარებს, სადაც რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა დედასთან და მეგობართან ერთად სეირნობისას გადაიღეს.
სამივე მათგანი ერთნაირი სტილის სამოსში იყო გამოწყობილი. კეტის თეთრი, უბრლო კაბა ეცვა, სურისა და მისი მეგობრის კაბები კი ვარდისფერი და ცისფერი იყო. გოგონები სამოსის გამო დებს ჰგავდნენ.
სური სულ უფრო ემსგავსება მამას, ტომ კრუზს, თუმცა ჰოლივუდის ვაარსკვლავმა ამის შესახებ, დიდი ალბათობით, არაფერი იცის, რადგან ტომს შვილი უკვე რამდენიმე წელია, არ უნახავს.