LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნული სააგენტო მომსახურების ვადებსა და ტარიფებს ზრდის

120
11

საქართველოს მთავრობის №471 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და საფასური იცვლება.

ცვლილება შემდეგ მომსახურებებს შეეხება:

  • ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა;
  • ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ჰიგიენური სერტიფიცირება;
  • ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა;
  • ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;
  • წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭება; კონსულტაცია და ა.შ.
  • ვეტერინარული ზედამხედველობა და ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა.

ახალი ტარიფები და ვადები შესაბამისობაშია მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადამიანურ რესურსსა და ფინანსურ დანახარჯებთან. ცვლილება ხელს შეუწყობს მომსახურებების ეფექტიანობის ზრდას და დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებას არასამუშაო საათებში მომსახურებაც დაემატა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები