LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა

112
მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.

მამუკა მდინარაძე მოადგილესთან, ლევან ხარაბაძესთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან, ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მებრძოლების საჭიროებები მოისმინა, მათ სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g