სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, თემურ გორგაძის მიერ ქრთამის აღების ვიდეომასალა გაასაჯაროვა. უწყების განმარტებით, საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებაში თემურ გორგაძის დანაშაულებრივი ქმედება ჩანს.
ვიდეოჩანაწერი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც გორგაძეს საქალაქო სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გორგაძის ადვოკატის თქმით, თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა, უფლებადამცველი გორგაძის დაკავებას სწორედ ამ განცხადებას უკავშირებს.
ბრალდებას უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
