სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს 4 პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და დავით მახარაძე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაკავების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზეც.
“ფორტუნა” დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
როგორც მედიას საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა, სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება აკრძალულია კანონით.
შეგახსენებთ დღეს 11:00 საათიდან აქციები დაიწყო სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურის შენობასთან.
“რისთვის აკავებენ ხალხს, გაგიჟებული ვარ” – ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაოქ კლინიკაში გადაყვანაა.